ქართულ სამხედრო ჟურნალისტიკაში არსებული პრობლემები

ესეც კიდევ ერთი რეპორტაჟი მომზადებული პატარა ჟურნალისტების მიერ სალექციო კურსის “ტელევიზია 2”-ის ფარგლებში. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გამოვიდა. დიდი მადლობა რესპონდენტებს გამოცდილების გაზიარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს 🙂

“რა არის ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემა?”

ჩემ მიერ მომზადებული ქუჩის გამოკითხვა “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის” ფარგლებში. სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენმა ჯგუფმა ხალხს ერთი და იმავე კითხვით მიმართა, თუ როგორ ფიქრობენ, რა არის ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემა. შედეგი თავად იხილეთ.

ბულინგი – „ქუჩის სკოლის“ გაკვეთილები

corporal2

ბულინგი – სიტყვა, რომლის მნიშვნელობა შესაძლოა, ბევრმა არც კი იცოდეს. თუმცა, მისი კონტექსტი ახსნის შემდეგ ყველასთვის გასაგები და ცხადი გახდება. ტერმინი „ბულინგი“ განიმარტება, როგორც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელებული ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ. მოკლედ, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, „ქუჩის სკოლა“, რომელიც, ნებით თუ ჩვენდა უნებურად, ყველას გავლილი გვაქვს.

არავისთვის იქნება, ალბათ, უცხო ფრაზები – „5 ლარს ვაგროვებთ, ბიჭებს თავანი გვაქვს“, „შენს დაქალებსაც უთხარი რა, რამდენიც გექნებათ აგვიგროვეთ“, „მაგარი გაჭედილები ვართ, დროზე თუ არ დავტრიალდით, დაგვერხევა“, „ხო იცი, არ მიყვარს გოგოს ფულს რომ ვთხოვ, პროსტა მართლა ძაან მჭირდება“ და სხვა მრავალი. გოგონებზე აქცენტს შეგნებულად ვაკეთებ, რადგანაც ძირითადად ჰგონიათ ხოლმე, რომ ბულინგის მსხვერპლი მხოლოდ ბიჭები არიან და ეს ძალადობა, უმეტესად, ფიზიკური ზიანით გამოიხატება. არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, მსხვერპლი, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი გამხდარიყო.

Continue reading

ეკლებ-ვარდებიანი 8 მარტი

19702750_8march

დღეს 8 მარტია – ქალების დღე! დღე, რომელსაც ყველა ქალი, უბედურია თუ ბედნიერი, ხალისიანი, უდარდელი თუ გადაღლილი, მაინც რაღაცნაირი, ღიმილიანი სახით ეგებება შინაგანი მოლოდინით, რომ მისი დღეა, მისი დღესასწაულია, დღეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს!

ლამაზი, ფერადი თაიგულები ისევ ხდება აქტუალური. ზოგ „მამაკაცს“ ყვავილების ხელში დაჭერა ისევ „უტყდება“; ზოგს სიყვარული ძლევს და საკუთარი ქალის გასახარებლად რას აღარ მოიფიქრებს. სოციალური ქსელებიც აჭრელებულია მილოცვებით, გულწრფელი სიტყვებითაც და მოდას აყოლილი, ბანალური ტექსტებითაც. ტრადიციულად, მშვიდობიანი აქციაც დაიგეგმა დედაქალაქში – „მეტი ქალი პოლიტიკაში“. ქალები საზოგადოებას თავს კვლავ შეახსენებენ, თავიანთი უფლებებისთვის ხმას კიდევ ერთხელ სიმბოლურად აიმაღლებენ. ზოგისთვის მართლაც შეიძლება შეიცვალოს რამე. ზოგი 8 მარტს მაინცაა ბედნიერი. თუმცა, არსებობენ ქალები, რომელთათვისაც არც დღესასწაულიანი მარტის მობრძანებაა ღიმილიანი. აი, მაგალითად:

Continue reading

“ერთად ვებრძოლოთ ძალადობას”

თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული სოციალური რგოლი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. ვიდეო მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის- „ერთად შევცვალოთ რეალობა“.

იმედი „იმედზევე“ კვდება…

tansacmrli giazi

რა არ უნახავს ქართულ ტელესივრცეს ამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე – სკანდალური დაპირისპირებები პირდაპირ ეთერში, არარსებული შოუბიზნესის წარმომადგენლების საჯაროდ გამომზიურებული პირადი ცხოვრების დეტალები, პორნოგრაფია, არაეთიკური, პროფესიონალურად „შეფუთული“ გადაცემები,  „ექსკლუზიური“ აღიარებები და სხვა მრავალი. თუმცა, გია სურამელაშვილის ცრემლები იყო მარაზმის მწვერვალი ქართული ტელეშოუების ისტორიაში.

საერთოდ, ნოდარ მელაძის „100 გრადუსი ცელსიუსის“ შემდეგ „იმედი“ თუ კიდევ რამით გამაკვირვებდა, ვერ ვიფიქრებდი. თუმცა, გია ჯაჯანიძის ახალი გადაცემა „სხვა რაკურსი“, რომელიც ზუსტად ისევე ემსახურება სტერეოტიპების დამსხვრევასა და საზოგადოების აზროვნების გათანამედროვება-გაჯანსაღებას, როგორც მისი წინამორბედი ნოდარ მელაძის ხელმძღვანელობით, ნამდვილად კიდევ ერთი აუხსნელი მოვლენაა ჩვენს რეალობაში. ამ დადგმულ სანახაობებზე “ღადაობა-ღადაობაში” კი ქართველი ტელემაყურებლის გემოვნება სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელ შედეგს რომ აღწევს, თვალსა და ხელს შუა გვეპარება ყველას.

Continue reading

შარლი არა, მე ვიცი, შენ რაც ხარ!

2015010814462546204

სოლიდარობის აქცია, გაერთიანებული მსოფლიო პარიზისაკენ მიპყრობილი თვალებით, არაერთი ქვეყნის ერთსულოვანი  ლიდერი – დღეს, ალბათ, პატარებმაც კი იციან, რა იგულისხმება ამ ფრაზების მიღმა, ტერორისტული აქტი Charlie Hebdo-ზე, რომელმაც დედამიწელები კიდევ ერთხელ ერთხმად აალაპარაკა.

ამ საყოველთაო შფოთს ქართველებიც შევუერთდით რაღაც „გაურკვეველი“ ფრაზით „მე ვარ შარლი“, რომლის მნიშვნელობა ბევრს არც კი ესმის. სოლიდარობას გამოვხატავდით რამდენიმე დღის მანძილზე უკლებლივ ყველა. თუმცა, სოლიდარობაა სწორედ ის, რაც, უახლოესი წარსულის გადახედვის შედეგადაც მტკიცდება, რომ ქართველებმა ძალიან ცუდად „ვიცით“.

Continue reading

რეჟიმი ყველაფერს ჭამს!

1000526_nl_das_leben_der_anderen_1310561967828

ხელოვნება კარგი იარაღიაო, ყველას გვსმენია, ალბათ, ეს ფრაზა. ჩვენთვის, 21-ე საუკუნის თავისუფალი თაობისათვის რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რას გულისხმობს ეს გამონათქვამი ტოტალიტარულ რეჟიმებთან მიმართებით, რომ არა ისევ და ისევ არაერთი ხელოვნების ნიმუში, იქნება ეს ფილმი, მოთხრობა, ნახატი თუ სხვა, რომლებიც ღრმა ისტორიული მესიჯებითაა გამორჩეული. ხელოვნება ყოველთვის იყო ერთგვარი ბრძოლის ველი ამ კონტექსტში. იბრძოდნენ შემოქმედი ადამიანებიც, რომელთაც სხვანაირად არ შეეძლოთ ხმის ამაღლება და თავიანთ ნაშრომებში აშკარად თუ ალეგორიულად უპირისპირდებოდნენ ადამიანის ჩაგვრაზე ორიენტირებულ რეჟიმს და იბრძოდნენ რეჟიმის წარმომაგდენლებიც, რომელთათვისაც ხელოვნება სწორედაც რომ თავიანთი იდეოლოგიის განმტკიცების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ისახებოდა. ეს მეთოდი იყო ცნობილი ფრაზის „მიეცით ხალხს პური და სანახაობა“ კარგი მაგალითი ტოტალიტარული მმართველობისათვის.

Continue reading