ბულინგი – „ქუჩის სკოლის“ გაკვეთილები

corporal2

ბულინგი – სიტყვა, რომლის მნიშვნელობა შესაძლოა, ბევრმა არც კი იცოდეს. თუმცა, მისი კონტექსტი ახსნის შემდეგ ყველასთვის გასაგები და ცხადი გახდება. ტერმინი „ბულინგი“ განიმარტება, როგორც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელებული ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ. მოკლედ, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, „ქუჩის სკოლა“, რომელიც, ნებით თუ ჩვენდა უნებურად, ყველას გავლილი გვაქვს.

არავისთვის იქნება, ალბათ, უცხო ფრაზები – „5 ლარს ვაგროვებთ, ბიჭებს თავანი გვაქვს“, „შენს დაქალებსაც უთხარი რა, რამდენიც გექნებათ აგვიგროვეთ“, „მაგარი გაჭედილები ვართ, დროზე თუ არ დავტრიალდით, დაგვერხევა“, „ხო იცი, არ მიყვარს გოგოს ფულს რომ ვთხოვ, პროსტა მართლა ძაან მჭირდება“ და სხვა მრავალი. გოგონებზე აქცენტს შეგნებულად ვაკეთებ, რადგანაც ძირითადად ჰგონიათ ხოლმე, რომ ბულინგის მსხვერპლი მხოლოდ ბიჭები არიან და ეს ძალადობა, უმეტესად, ფიზიკური ზიანით გამოიხატება. არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, მსხვერპლი, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი გამხდარიყო.

Continue reading

Advertisements

ეკლებ-ვარდებიანი 8 მარტი

19702750_8march

დღეს 8 მარტია – ქალების დღე! დღე, რომელსაც ყველა ქალი, უბედურია თუ ბედნიერი, ხალისიანი, უდარდელი თუ გადაღლილი, მაინც რაღაცნაირი, ღიმილიანი სახით ეგებება შინაგანი მოლოდინით, რომ მისი დღეა, მისი დღესასწაულია, დღეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს!

ლამაზი, ფერადი თაიგულები ისევ ხდება აქტუალური. ზოგ „მამაკაცს“ ყვავილების ხელში დაჭერა ისევ „უტყდება“; ზოგს სიყვარული ძლევს და საკუთარი ქალის გასახარებლად რას აღარ მოიფიქრებს. სოციალური ქსელებიც აჭრელებულია მილოცვებით, გულწრფელი სიტყვებითაც და მოდას აყოლილი, ბანალური ტექსტებითაც. ტრადიციულად, მშვიდობიანი აქციაც დაიგეგმა დედაქალაქში – „მეტი ქალი პოლიტიკაში“. ქალები საზოგადოებას თავს კვლავ შეახსენებენ, თავიანთი უფლებებისთვის ხმას კიდევ ერთხელ სიმბოლურად აიმაღლებენ. ზოგისთვის მართლაც შეიძლება შეიცვალოს რამე. ზოგი 8 მარტს მაინცაა ბედნიერი. თუმცა, არსებობენ ქალები, რომელთათვისაც არც დღესასწაულიანი მარტის მობრძანებაა ღიმილიანი. აი, მაგალითად:

Continue reading

იმედი „იმედზევე“ კვდება…

tansacmrli giazi

რა არ უნახავს ქართულ ტელესივრცეს ამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე – სკანდალური დაპირისპირებები პირდაპირ ეთერში, არარსებული შოუბიზნესის წარმომადგენლების საჯაროდ გამომზიურებული პირადი ცხოვრების დეტალები, პორნოგრაფია, არაეთიკური, პროფესიონალურად „შეფუთული“ გადაცემები,  „ექსკლუზიური“ აღიარებები და სხვა მრავალი. თუმცა, გია სურამელაშვილის ცრემლები იყო მარაზმის მწვერვალი ქართული ტელეშოუების ისტორიაში.

საერთოდ, ნოდარ მელაძის „100 გრადუსი ცელსიუსის“ შემდეგ „იმედი“ თუ კიდევ რამით გამაკვირვებდა, ვერ ვიფიქრებდი. თუმცა, გია ჯაჯანიძის ახალი გადაცემა „სხვა რაკურსი“, რომელიც ზუსტად ისევე ემსახურება სტერეოტიპების დამსხვრევასა და საზოგადოების აზროვნების გათანამედროვება-გაჯანსაღებას, როგორც მისი წინამორბედი ნოდარ მელაძის ხელმძღვანელობით, ნამდვილად კიდევ ერთი აუხსნელი მოვლენაა ჩვენს რეალობაში. ამ დადგმულ სანახაობებზე “ღადაობა-ღადაობაში” კი ქართველი ტელემაყურებლის გემოვნება სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელ შედეგს რომ აღწევს, თვალსა და ხელს შუა გვეპარება ყველას.

Continue reading

მიმბაძველობა – ჩვენი სენი!

kaxa-bendukidze

სოციალურმა ქსელებმა და ვირტუალურმა სივრცემ პირადი ურთიერთობები, სითბო, სიყვარული, მეგობრობა და სხვა არაერთი ადამიანურ გრძნობებზე დამყარებული კავშირები რომ თავის ჩარჩოებში მოაქცია, ეს, ალბათ, ახალი არავისთვის არაა. ვერც იმას ვეღარ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩვენი, ახალგაზრდა თაობაა ამ ყველაფრის ამბივალენტური შედეგის მომსწრე – დედაჩემიც მშვენივრად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ერთობა facebook-ში. თუმცა, ეს „სტატუსებით გლოვა“, პირადად ჩემთვის, მართლა რაღაც ახალია.

Continue reading

რას ამბობს ქალაქი?

Saburtalo,_Tbilisi

არაერთ ჩვენგანს მოხვედრია, ალბათ, თვალში ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტუალური ახალი პროექტი სახელწოდებით „ქალაქი ამბობს“.  თბილისის მაცხოვრებლები ჩვენს დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობენ და განიხილავენ საკმაოდ მწვავე საკითხებს, ისეთებს, როგორებიცაა, მაგალითად, დაბინძურება, გაჩეხილი ქალაქი, სკვერებისა და გასართობი პარკების სიმცირე, დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნით და ა.შ. ბევრი საინტერესო კომენტარის მოსმენის შედეგად განსაკუთრებულად გამოვყოფდი გამწვანების საკითხს, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ყველა ასახელებს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვანსა და პრიორიტეტულს ჩვენი დედაქალაქისათვის. ჩემი ყურადღება კი ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა მშენებლობის დაგეგმარებასთან დაკავშირებულმა ინტერვიუებმა მიიქცია. ის ფაქტი, რომ თბილისი თანდათანობით კარგავს თავის იერსახეს და „კორპუსებიან აბლაბუდას“ ემსგავსება ნამდვილად შემაშფოთებელი და საგანგაშოა. სწორედ ამიტომ მინდა, გაგაცნოთ ჩემი პირადი „ქალაქი ამბობს“.

Continue reading

“ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო”

Four men with bottles of beer and football in front of TV

ქართველი რის ქართველია, ყველაფერში უკუღმართი თუ არა, რაღაცით განსხვავებული და გამორჩეული რომ არ იყოს. ლუდი და ფეხბურთი დღეს, 21-ე საუკუნეში საჭიროზე მეტად რომ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ამაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაგალითიც მოწმობს. ლუდსახარში კომპანიებისათვის ფეხბურთი ნომერ პირველი შემოსავლის წყაროა. ამისათვის არც ფინანსურ და არც ინტელექტუალურ სახსრებს იშურებენ. ამის მაგალითად,  მხოლოდ ჰეინეკენის PR კამპანიის გახსენებაც საკმარისია. შედეგიც შესაბამისია – ფეხბურთი ლუდის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. მოკლედ, ამ საკითხში არც ქართველები ჩამოვრჩებით თანამედროვე მსოფლიოს. კარგი საქმით თუ ვერ ვაჯობებთ ვერავის, ყველაზე მეტ ლუდს მაინც დავლევთ, გათიშვამდე დავლევთ, იმდენს, ვიკინგებსაც კი რომ არ დაესიზმრებათ. ერთი სიტყვით, ქართული ზომიერება ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც აქტიურად იჩენს თავს.

Continue reading

“ქიმიური მერი”

images

თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სკოლაში თითოეულ ჩვენგანს ჰყავდა თუნდაც ერთი უცნაური მასწავლებელი, აი, ისეთი, ერთი გიჟი ყველა ოჯახში გამოერევაო, რომ ამბობენ ხოლმე. ალბათ, არაერთი ბავშვობის მოგონება გვაკავშირებს ასეთ მასწავლებლებთან. მე, მაგალითად, მყავდა მერი – ქიმიის მასწავლებელი, შიშის ზარს რომ სცემდა მთელ სკოლას. დერეფანში რომ ჩამოივლიდა ხოლმე, ყველა ჩვენდა უნებურად, კედლებს ვეწებებოდით, კაბებს ვიგრძელებდით, გაშლილ თმას ვიკრავდით, საყურეებს ვიხსნიდით, მოკლედ, კონსერვატიულ-აკადემიური ტალღა გადაუვლიდა ხოლმე მთელ დერეფანს. გოგონები ნამდვილად ვტოვებდით ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ქალთა სკოლაში ვსწავლობდით და ბიჭთან ერთად გამოგვიჭირეს. ბიჭთან ერთად არა, მაგრამ ერთხელ, მეცხრე კლასში, ყურებით ნამდვილად დამიჭირა ჩვენმა მერიმ – უფრო სწორად საყურეებით. პირველი რეაქცია, როგორც ძირითადად ჰქონდა ხოლმე მსგავს შემთხვევებში, იყო მისი საყვარელი ფრაზა – რა არის, რა თათრის ბავშვს ჰგავხარო. დედაჩემის სკოლაში დაბარებით და დიდი დებოშით რომ დამთავრდა ეს ამბავი, მაგის მოყოლას აღარ გავაგრძელებ – ყველა წარმოიდგენდით, ალბათ. საინტერესო კი ჩვენი მერის საყვარელი ფრაზები და დამოკიდებულებებია, რომლებიც უმეტესად ასე გამოიხატებოდა – შე თათრის ქალო, სომხის ბავშვს რომ დამსგავსებიხარ, მიიღე ნამდვილი ქართველის იერი, სად იზრდებით, რა ჯიშის არიან თქვენი მშობლები, გსმენიათ საერთოდ ჩვენს ტრადიციებზე და სხვა მრავალი.

Continue reading